პოლიტიკა

მგონია საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აპირებს მართვის სადავეების ჩამოცილებას - ნინო გოგუაძე

11.01.21 16:40


თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას არაფორმალურ მმართველობად აფასებს და აცხადებს, რომ მან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ჩრდილში დაბრუნებული პოზიციიდან მართოს ქვეყანა:

 


"მას მხოლოდ მოუწია 2 წლით ოფიციალურ თანამდებობაზე დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები მუდმივად, სულ უფრო და უფრო მძაფრად ლაპარაკობდნენ მის არაფორმალურ მმართველობაზე. ახლა გადაწყვიტა, რომ ისეთი კომფორტული გარემო აქვს, შეუძლია დაუბრუნდეს მის ყველაზე კომფორტულ მდგომარეობას, რაც ნიშნავს ჩრდილში ყოფნას, სრულიად არაფორმალურად მართვას ამ ქვეყნის. არ მგონია საქართველოში იყოს ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აპირებს მართვის სადავეების ჩამოცილებას და ამ საოცარი კომპეტენციით აღჭურვილ გუნდს, როგორც თვითონ ამბობს, უტოვებს მართვის სადავეებს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერია ინფორმაცია.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები