პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: რეალურად ეს არის პასუხისმგებლობიდან გაცლა უმძიმეს პერიოდში

11.01.21 18:00


ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯით პასუხისმგებლობას გაექცა.

 

„მე ალბათ ერთი კითხვა მექნებოდა ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ვის მისცა ხმა, ბიძინა ივანიშვილს თუ ანრი ოხანაშვილს ან ელისო ბოლქვაძეს? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეალურად ეს არის პასუხისმგებლობიდან გაცლა უმძიმეს პერიოდში, პანდემიის პერიოდში და უბრალოდ ყველას უთხრა ამ ადამიანმა: „თუ აწი ვაქცინა დაგჭირდებათ, მიმართეთ ანრი ოხანაშვილს“ , - განაცხადა დეკანოიძემ.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები