პოლიტიკა

ჩამოშლილი სახელმწიფოსა და კანონის პირობებში, საერთოდ კანონიერების პრინციპს ეკარგება შინაარსი - სამადაშვილი ფანგანის დაკავებაზე

25.01.21 11:45


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ბათუმში არასამთავრობო ორგანიაცია "ალტერნატივას" წევრის ირაკლი ფანგანის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 


როგორც სამადაშვილი წერს, ქვეყანაში შერჩევითი სამართლის პირობებში კანონიერების პრინციპს შინაარსი ეკარგება.

 

სამადაშვილს მაგალითად მოჰყავს 20 ივნისის ღამე, როდესაც საზოგადოებისთვის ნასროლი ტყვიების გამო არც ერთი ჯალათი დასჯილა:

 

"დაკავებაზე-შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოსა და კანონის პირობებში, საერთოდ 'კანონიერების' პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება.

ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის.

ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად", - წერს სალომე სამადაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი პოლიციამ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავა - მან "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, თავზე ნაგავი დააყარა.

 

გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები