პოლიტიკა

დაუმორჩილებლობის მარში - საქართველოში საპროტერსტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო

25.01.21 12:40


საქართველოში ახალი აქციების ტალღა იწყება. დაანონსებულია ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებაც."ხელისუფლებას მივეცით 48-საათიანი დრო, რომ გამოვიდნენ კონტაქტზე და დავილაპარაკოთ ცვლილებების შესახებ. თუ არ დაგველაპარაკებიან, სხვა გზა არ დაგვრჩენია", - ამბობს ერთ-ერთი ტრუსტრული კომპანიის დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე.

 

აქციას გამართავენ "ლილო მოლის" მოვაჭრეები, ისინი მთავრობისგან მუშაობის უფლებას ითხოვენ. უარის შემთხვევაში ისინი, ობიექტებს თავად გახსნიან; 1 თებერვალს კი მოლებთან შეიკრიბებიან და სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

 

მოვაჭრეების გარდა, შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ ტურიზმის სფეროს თვითდასაქმებული მძღოლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ და ხელისუფლებას პანდემიასთან ადეკვატური პრძოლისკენ მოუწოდებენ.

 

ამასთან შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "შეცვალესა" და მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტებმა პარლამენტის წინ აქცია გუშინ გამართეს. ისინი ქვეყანაში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ, რომ აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა და ბიზნესს მუშაობის საშუალება მიეცეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები