პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

26.01.21 13:40


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

 

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები