პოლიტიკა

„ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

29.01.21 16:40


„მე და ლევან იოსელიანმა საბოლოოდ, შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ წევრებთან არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ონების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, შეთანხმება საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რაზეც „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებმა ხელი მოაწერეს.

 

როგორც მან განმარტა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაში იგულისხმება კენჭისყრის ელექტრონული წესით ჩატარება, 20:00 საათზევე შედეგების გამოცხადება, აგრეთვე ყველა საარჩევნო უბნიდან პროცესის ლაივ ტრანსლირება, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება და სხვა.

 

„ამ საკითხების საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება უნდა მოხდეს 1-ელ მარტამდე და უნდა დამტკიცდეს 1-ელ მაისამდე, სხვა შემთხვევაში, როგორც შევალთ პარლამენტში, ისევე გამოვალთ.

 

სამი საკითხი თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ. 2-მა დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად ბევრი გამოვგლიჯეთ ხელიდან“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები