პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო ცვლილებები პარლამენტში პირველ მარტამდე თუ არ დაინიცირდება, როგორც შემოვედით - ისე გავალთ

29.01.21 17:00


„ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების თანახმად, საარჩევნო ცვლილებები პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა დაინიცირდეს, ხოლო კანონმდებლობაში პირველ მაისამდე აისახოს“, - პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს დატოვებენ.

 

„ყველაზე მთავარი, ალბათ მკითხავთ, როგორ ვენდობი „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვს, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ. აი, ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები