პოლიტიკა

მაია ბითაძე ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა

29.01.21 17:40


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს იან ჩერნიკს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი კუთხით, სამომავლო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე გაამახვილეს. მაია ბითაძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე, იმ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტებზე, რომლებიც ქვეყანას მისაღები აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წყლის რესურსების, ინდუსტრიული ემისიების კონტროლის და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში. ვისაუბრეთ ასევე თანამშრომლობის პერსპექტივებზე. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის, ურბანულ სივრცეებში გარემოსდაცვითი საკითხების რეგულირების თვალსაზრისით, სადაც სამომავლო თანამშრომლობას ვგეგმავთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი მონაწილეობდა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები