პოლიტიკა

საქართველოში დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა, თუმცა შაბათ-კვირას არ იმუშავებს

01.02.21 10:00


სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

 

როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

 

გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები