პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტს წლიური ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს

01.02.21 10:30


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტს წლიური ანგარიში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარუდგინოს.

 

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.

 

საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის უწყებაში გამოსვლის თარიღს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათანხმებს. გასულ წელს სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს რიგით მეორე წლიური ანგარიში 4 მარტს წარუდგინა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ათ წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვა თქვას.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები