პოლიტიკა

აღმაშფოთებელი რამ მოხდა, უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე - გახარია ჩხოროწყუს ინცინდენტზე

01.02.21 16:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჩხოროწყუში, მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს იძულებით დასუფთავებას აღმაშფოთებელს უწოდებს.


მისი თქმით, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება.


"შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება, მე ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს სადაც ასეთი, აღმაშფოთებელი რამ მოხდა, დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე, გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც" – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები