პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

01.02.21 16:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კ. დ. დევალს (K. D. Dewal) შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკური, ინვესტიციების, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურის და განათლების მიმართულებით.

 

ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას და გამოითქვა ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობას ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (Free Trade Agreement – FTA). ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმების მიმართულებით.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის. ამ კონტექსტში, ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 8 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი მინისტრის მოადგილეების დონეზე.

 

აღინიშნა, რომ საქართველო და ინდოეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, რაც გამოიხატება საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები