პოლიტიკა

კრემლის დაქირავებული მებრძოლები საქართველოში - სუს-ის ოფიციალური განცხადება

01.02.21 18:00


რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში ყოფნის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

 


უწყება სიუჟეტს პანიკის დათესვის მცდელობად აფასებს:

 


"გვსურს გამოვეხმაუროთ, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ უპასუხისმგებლო ინტერპრეტაციას, რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნასა და მათი მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შექმნილ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს. აღიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. მსგავსი ტიპის ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ერთი მხრივ, ემსახურება საზოგადოების ნაწილში შიშისა და პანიკის დათესვას და მეორე მხრივ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც პირდაპირ შედის მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებში.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აფიქსირებს მზადყოფნას, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას მაქსიმალურად ითანამშრომლოს მედიასთან"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები