პოლიტიკა

"თუ დასჭირდათ იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის" - მდინარაძე ოპოზიციაზე

02.02.21 10:00


უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ემხაურება დავით გარეჯის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს და ამბობს, რომ პოლიტკური თავხედობაა, როდესაც გჭირდება და ამბობ, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის.

 


მისივე თქმით, ოპოზიციას თუ დასჭირდა იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.

 

"ნაცმოძრაობის" და მისი კლასტერის ლიდერები, მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვამბობ, თუ დასჭირდათ იმასაც იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. უკვე ამ დონის განცხადებებს აკეთებენ. პოლიტიკური თავხედობაა, როდესაც გჭირდება რაღაცაში და გარეჯის ნაწილზე ამბობ, რომ ის საქართველოს ტერიტორია არ არის. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებების გაკეთება სირცხვილი უნდა იყოს.

ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც ასე თავხედურად და მტრულად საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ აცხადებენ, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები