პოლიტიკა

ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს - ნინო ლომჯარია

02.02.21 12:00


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მისი განმარტებით, ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კარტოგარფების საქმის გარშემო კეთდებოდა, აგრესიას ახალისებს ბრალდებლების მიმართ:

 


“ამტკიცებდნენ, რომ ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულის მონაწილე პირები სამშობლოს მოღალატეები არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა.

ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები ახალისებს ბრალდებულების მიმართ არა მარტო აგრესიას, არამედ საზოგადოებრივი მართლმსაჯულების განხორციელების რისკს აჩენს. აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა საქმესთან დაკავშირებით გარემოებები შესწავლილ იყოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაც იქნება, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“,-განაცხადა ლომჯარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთ-ერთ მაღაზიაში ივერი მელშვილს თავს დაესხნენ და მოღალატე უწოდეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები