პოლიტიკა

ხელისუფლებამ დატოვა სივრცე მოლაპარაკებებისთვის - კელი დეგნანი

03.02.21 13:00


ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ოცნების მხრიდან მოლაპარაკებების სივრცის შენარჩუნებას ნიშნავს. მისი განმარტებით, საჭიროა, არსებული პრობლემა რაც შეიძლება მალე გადაწყდეს:

 


"სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.

 

ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგველაპარაკოს.

ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის," - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები