პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა

03.02.21 13:20


გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობას ანგარიშს წარადგენს.

 

თალაკვაძემ მოხსენებით გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული 2-მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიციაა საჭირო და არც პოლიტიკური დიალოგის დროს მიცემული პირობა.

 

“პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს: დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ გვინდა! არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია - ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ! ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი საკუთარი რადიკალური განცხადებების და შეფასებების მძევალი გახდა და დღეს ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან, რასაც ევროპარლამენტარებმა ოპოზიციისთვის პრესტიჟისა და სახის შენარჩუნების გამოსავალი უწოდეს.

 

“რასაც ჩვენ პარლამენტის საბოტაჟი ვუწოდეთ, ეს აქტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებით გაჟღერდა - ევროპელმა კოლეგებმა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრად შეაფასეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები