პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს, როგორც ყველაზე უარესი - ლევან ბეჟაშვილი

03.02.21 13:40


"იმის მტკიცებულებად, რომ არჩევნები გაყალბდა, მოვიყვან 750 საჩივარს საარჩევნო და საუბნო კომისიებში, ასევე, 78 საჩივარს სასამართლოში" - ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი გირჩის განცხადებას, რომ ოპოზიციამ გაყალბების მტკიცებულებები იმ მასშტაბის, რაზეც საუბრობს, ვერ წარმოადგინა.

 


"არჩევნები გაყალბდა და ეს შეფასება მხოლოდ პარტიებმა კი არ გააკეთეს, ეს დაინახა მთელმა საზოგადოებამ, თუ რა გააკეთეს კენჭისყრამდე და კენჭისყრის შემდეგ უკვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი კომისიის წევრებით, როდესაც 1200 მდე საარჩევნო ოქმი კომისიის წევრების მხრიდან გადაიწერა.

 

დაინახა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სამართლიანმა არჩევნებმა, რომელმაც ხელმეორედ გადაამოწმა და 8%-იანი ცდომილება დაადგინა.

ასევე დაინახა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ეს არჩევნები შეაფასეს როგორც ყველაზე უარესი. ამიტომ, ხელმეორედ ამ პროცესის რევიზია კონკრეტულ ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება, რითაც პარლამენტში შესვლის გამართლებას ცდილობენ" - აცხადებს ბჟაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები