პოლიტიკა

ეს არაეთიკურ საქციელად მიმაჩნია - კარლ ჰარცელი წულუკიანზე

03.02.21 15:00


ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მმართვალი პარტიის დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროებას არაეთიკურას უწოდებს."ფრთხილი ვიქნები შეფასებაში, მაგრამ ამავე დროს ღიად ვიტყვი, რომ გუშინ ამის მოსმენა ჩემთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. პირადი სივრცის უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და ის ყველამ ერთნაირად უნდა დაიცვას. ასე რომ, მე ეს არაეთიკურ საქციელად მიმაჩნია. რამდენად გასცდება პროცესები ჩემს მსჯელობას, ეს უკვე ჩემი გასარჩევი არ არის", - თქვა კარლ ჰარცელმა.

 

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გუშინ გააჟღერა.

 

 

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები