პოლიტიკა

ნათია თურნავა ოპოზიციაზე - შემობრძანდნენ პარლამენტში, ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას

03.02.21 15:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ყველა გზას უტოვებს, რათა მათ ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულონ.

 

როგორც თურნავამ „ქართულმა ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ კარი ღია დატოვა, რათა ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოს.

 

„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარი დატოვა ღია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და შეკვეთაზე, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა. შემობრძანდნენ პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება. დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ კვლავაც ვუტოვებთ მათ გზას, რომ დაკვეთა, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა შეასრულონ პირნათლად. ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას. ესაა ჩვენი მთავარი მოწოდება“,- განაცხადა თურნავამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები