პოლიტიკა
04.02.21 16:00
მზად ვართ მოლაპარაკებისა და ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან დასახსნელად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.
„ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი კიდევ არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვცვლით იმ განცხადებას, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ერთი კვირის წინ გავაკეთეთ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან ვიხსნათ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და ადამიანების პრობლემების დაბრუნება პოლიტიკურ დისკურსში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილვის საგანი, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა, მთავარია შეთანხმება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას.
„ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ის ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი. მათ ხელოვნური პროცესის შექმნა უნდათ, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. ვფიქრობ, საზოგადოებისაბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ამის არაერთი ფაქტი გვაქვს წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ პარლამენტს“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, გიორგი ვაშაძის თქმით, ის განსხვავდება მოლაპარაკებებზე განხილული დოკუმენტისგან და ეს განსხვავებებიც საჯაროდ გამოაქვეყნეს.
„საქართველოში საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად შესაცვლელია. არ შეიძლება, არჩევნების ჩატარების პარალელურად, მუდმივად იმაზე იყოს საუბარი, როგორ ავირიდოთ თავიდან გაყალბება. რაც შეეხება მემორანდუმს, ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ ის შვიდი პუნქტი, რომლებიც პრობლემურად მიგვაჩნია ამ მემორანდუმში. დიპლომატებთან ერთად შეთანხმებულ საკითხებსა და მემორანდუმში ჩაწერილ საკითხებს შორის განსხვავება საჯაროდ გამოვაქვეყნეთ, რათა ვინც პარლამენტში შევიდა, მათაც იცოდნენ, სად არის პრობლემა, მერე რომ არ თქვან, გამოგვრჩა, არ ვიცოდით და ა.შ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოწოდებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს მგონი უადგილო მოწოდებაა. ძალიან კარგად იციან, რომ რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმების შემთხვევაში განვიხილავთ პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24