პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

04.02.21 16:20


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, მის პირველ მოადგილე გიორგი ხელაშვილთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიეგო კოლას შეხვდა.

 

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის, დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის ფარგლებში, საპარლამენტო განზომილების შექმნაზე.

 

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარი ასევე, შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის შესახებ.

 

„მადლობა გადავუხადეთ საფრანგეთს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, არამედ, იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად, საკმაოდ აქტიურად მუშაობენ არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრისას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები