პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის ელჩს უმასპინძლა

04.02.21 17:20


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა.

 

"მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები