პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ლავროვს საქართველოში რუსეთის აგრესიაზე ესაუბრა

05.02.21 10:00


4 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

დიპლომატებმა სხვა საკუთხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.

 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მინისტრ ლავროვთან, „სხვა საკითხთა შორის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds-ის ინციდენტზე“ ისაუბრა.

 

ორი დიპლომატის საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამაც გაავრცელა, თუმცა, მასში საქართველოზე საუბარი ნახსენები არ არის.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები