პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის ელჩს უმასპინძლა

05.02.21 10:15


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

 

“ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დასავლური კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ლოჯისტიკის ინიციატივის განხორციელებაში გაწეული დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბუდაპეშტში მდებარე ნატოს სამხედრო სამედიცინო სრულყოფის ცენტრთან (Military Medical Centre of Excellence) თანამშრომლობის პერსპექტივას",-აცხადებენ უწყებაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები