პოლიტიკა

მზად ვართ, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საკითხი ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ - არჩილ თალაკვაძე

08.02.21 17:40


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ არჩევნების შემსწავლელი საგამოძებო კომისიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კომისიის მუშაობის დაწყებამდე ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვს დრო მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული. მან ბიუროს სხდომიდან ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ:

 


“ჩვენი პირობა იყო, რომ საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად შევქმნიდით საგამოძიებო კომისიას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეისწავლიდა. მაშინაც მიგვაჩნდა და დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ საკითხი ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ, მათი პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და მიუკერძოებელი დასკვნა დავდოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები