პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა, მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება

12.02.21 15:40


ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა, მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტიმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

 

მან ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმის და ბიუროს სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

 

„მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენი მხრიდან იმ საკითხის ხაზგასმა, რომელიც ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხებოდა: საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდობის მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერება გაცხადებული იქნა, როგორც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამან განაპირობა ის, რომ პრაქტიკულად, თავმჯდომარეობის ფარგლებში, ყველა წევრ ქვეყანას მიეცა საშუალება იმისა, რომ გაეძლიერებინა თავისი პოლიტიკა ახალგაზრდობის სფეროში.

ჩვენმა ამ პრიორიტეტმა ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში და უშუალოდ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგანაც. ჩვენი მხრიდან აღინიშნა ის გარემოება, რომ საქართველოსთვის ახალგაზრდობა არის პრიორიტეტული მიმართულება და ამას კიდევ ერთხელ მოწმობს ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ახალი დელეგაციის პირველივე ვიზიტის დროს, ჩვენ მიერ სარეზოლუციო ინიციატივა იქნა დაყენებული, რომელიც ახალგაზრდობას და მედიას ეხება და ამ რეზოლუციამაც ერთხმად მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტზე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი ამოცანები, როგორც კოვიდ პანდემიის შედეგად, ისე გლობალურ ასპექტშიც პრიორიტეტულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება“, -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები