პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: ნიკა მელიას სრულიად ოპოზიცია დაუდგება გვერდით

12.02.21 16:00


„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომ ის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს, სატელევიზიო ეთერში გამოეხმაურა. 


„დიახ ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილნი, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მორჩილები.

 

მათ შორის დიდი განსხვავებაა. ამ შემთხვევაში რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას ექნება ჩვენი აბსოლიტური სოლიდარობა და ნამდვილად არ ვურჩევ მთავრობას რომ დააპატიმრონ.

 

ორივე ვარიანტში ხელისუფლება წამგებიან მდგომარეობაშია.

 

დამსახურებულად აქვს ის პოლიტიკური წონა რაც მელიას აქვს.

 

ეს გამოიწვევს ოპოზიციის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას.

 

მე ამ ხელისუფლებასთან დიალოგის არსს ვერ ვხედავ. შეიძლება ელაპარაკო მტერს, მაგრამ მტერიც კი შეიძლება იყოს სიტყვის პატრონი, მაგრამ „გადამგდებებთან “ საუბარს აზრი არ აქვს.

 

ძალიან მწვავე იქნება ჩვენი მოქმედებები, სრულიად ოპოზიცია დაუდგება მას გვერდით და რა თქმა უნდა იქნება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ აქციებს ხელი შეუშალოს.

 

ლომის წვლილი „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ და ნაც. მოძრაობის ლიდერი, რომელიც დიდი სიმპათიით სარგებლობს არის ნიკა მელია.

 

ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნიკა, რადგან მას არ აქვს ის ბევრი მძიმე ლაქა, რომელსაც ატარებს „ნაც მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში.

 

მას დიდი რესურსი აქვს, მისადმი მხარდაჭერა საზოგადოებისათვის ბუნებრივი მომენტია.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები