პოლიტიკა
12.02.21 17:20
„ახალგაზრდებზე ჩვენ მესამე პირში არ ვსაუბრობთ, ჩვენ ერთი თაობა ვართ.
მაქსიმალურად შევეცდებით, შევქმნათ თქვენთვის შესაძლებლობები რომ გქონდეთ პირველი სამსახური და დაიწყოთ პროფესიული კარიერა“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, სტაჟირება გაცნობის და საკუთარი ცოდნის და უნარების პოტენციური დამსაქმებლებისთვის წარდგენის კარგი შესაძლებლობაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მსოფლიო პანდემიასა და პანდემიის პირობებში, შეცვლილ სამუშაო პროცესზეც.
მისი თქმით, პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და გამოწვევის წინაშე დააყენა ეკონომიკა, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
„თქვენ უშუალოდ გახდით მომსწრე, თუ როგორი ადაპტაცია გაიარა საჯარო სამსახურმა პანდემიის დროს საქართველოში, როგორ გახდა ის დისტანციური და როგორ ცდილობს დაბრუნდეს სამუშაო პროცესში.
პანდემიამ ისე შეცვალა მსოფლიო, რომ შესაძლოა ის, რაც პანდემიის განმავლობაში იყო საგანგებო, დღეს და ხვალ გახდეს ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი.
ბევრი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ დისტანციური სერვისები, თანამშრომლების ისეთი განაწილება, როგორიც პანდემიის დროს იყო, დავალებების აღსრულების ისეთი სისტემა, რასაც ჩვენ პანდემიის დროს ვიყენებდით, შეიძლება, ეს არის ახალი რეალობა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ თაობას ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი და სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი ინვესტიციას და რესურსს სწორედ ახალგაზრდებში დებს.
„საქართველოს უფლება არ აქვს გაჩერების, საქართველოს უფლება არ აქვს, რომ ჩამორჩეს მოვლენებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟირებასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა სწორედ იმ მომენტში გაიარეს სტაჟირება, როდესაც საქართველოში პოლიტიკა განახლების პროცესშია.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24