პოლიტიკა

შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

15.02.21 10:45


შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს - პოლიციის პოლკოვნიკ ავთანდილ გალდავას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

უწყების ცნობით, გომელაურმა პოლიციის ხელმძღვანელებისგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები