პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს

19.02.21 11:45


გმირ პოლიციელებს ვერც დაემუქრება ვინმე და ვერც შეაშინებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

 

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე მარგინალური ლიდერი ქართული ოპოზიციისა, კვლავ იმუქრება, მაგრამ ქართული სახელმწიფო არის შემდგარი და მისი მუქარის არავის ეშინია. მას საუბედუროდ 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მუქარა საქმეში გადაეზარდა და ეს სახადი ქართულმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უკვე მოიხადა და საბედნიეროდ, მას აღარასდროს მიეცემა საშუალება, რომ იგივე გააკეთოს, რასაც თავისი მმართველობის პერიოდში აკეთებდა.

 

მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი მუქარის სუბიექტები ხშირად ხდებიან და ადამიანებს, რომლებიც ყველას უსაფრთხოებას იცავენ.

სამწუხაროდ, ყოფილი მთავარსარდალი ამ ადამიანებს ემუქრება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა „სპეცრაზმელები დოქსოპულოები არიან, დედა და მამა არ ყავთ თუ რა?!, უნდა მივიდეთ მათ დედასთან და მამასთან, თავის შვილებს აუწიონ ყური და სახლში მოიყვანონ“.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები