პოლიტიკა

პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით: ღარიბაშვილი ივანიშვილის მსახურია - Le Figaro

19.02.21 14:20


"საქართველო - პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგულკი გამოცემა Le Figaro, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ამ მოვლენების რუსეთთან კავშირიზეა საუბარი.

 


გამოცემა ასევე პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომისა და ღარიბაშვილის მის პოსტზე წარგენის შესახებ წერს. სტატიის ავტორი აღნიშნულ მოვლენებს 2019 წლის 21 ივნისთან აკავშირებს და ამ ფონზე რუსეთის როლზე საუბრობს. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანეს დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია:

 

"საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ეს ახალი ეპიზოდია, პოლიტიკური კრიზისის ნაწილი, რომელშიც რუსეთი 2019 წლიდან არის ჩართული.

 

რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა 3.7 მილიონი ქართველის კეთილგანწყობა, თუმცა ახალი კრიზისი, რომელიც საქართველოში შეიქმნა, მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ამ ფაქტმა ქვეყანაში მრავალკვირიანი პროტესტი გამოიწვია.

 

ბოლო დღეების განმავლობაში ცეცხლს ნავთი სერგეი გავრილოვმაც შეუნთო. მან მმართველი პარტია შეაქო, რომელიც, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში გადატრიალება არ მოხდეს. მას შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ნიკა მელიას მხარი დაუჭირა და ქართული მართლმსაჯულების სისტემა დაგმო.

 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მართლმსაჯულება ხშირად არის პოლიტიზებული. ახალი პოლიტიკური კრიზისი კი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. რუსეთმა თავისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაამყარა მთიანი ყარაბაღში ომის შედეგად. ამ კონფლიქტმა კიდევ ერთ ავტორიტარულ მეზობელს, თურქეთს ასევე პოზიციების გამყარების საშუალება მისცა. საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ოცნების გამარჯვება არ აღიარეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

 

გუშინ ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად წარადგინა. 38 წლის ფრანგულად მოსაუბრე ღარიბაშვილი 2013-2015 წლებშიც იკავებდა ამ თანამდებობას და ცუდი მოგონებები დატოვა" - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ევროპელი დიპლომატის ანონიმური კომენტარი აქვს დართული: "ღარიბაშვილს არ გააჩნია სიმტკიცე, ის ივანიშვილის მსახურია".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები