პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურად დასაქმებას ისრაელსა და საფრანგეთშიც შეძლებენ

19.02.21 14:40


გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი სიმონიშვილი Facebook-ზე წერს.


მისი თქმით, სიას უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაემატება.

 

"გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.

 

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე.

დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება ცნობილი", - წერს ლევან სიმონიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები