პოლიტიკა

ლიეტუვის პარლამენტის წევრი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად საქართველოს ეწვევა

19.02.21 15:20


ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი დღეს საქართველოს ეწვევა და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ამის შესახებ ლეიტუველი პარლამენტარი Twitter-ზე წერს.

 

„ჩემს საყვარელ საქართველოს ვეწვევი, რათა შევხვდე ჩემს მეგობრებს ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, ერთიანი მისიის ძირითადი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად - საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში ლიტვა სრულად უჭერს მხარს“, - წერს ზიგიმანტას პავილიონისი.

 

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები