პოლიტიკა

ირაკლი ოქრუაშვილი: გულუბრყვილო კანონმორჩილებას არ ვაპირებთ

19.02.21 16:40


„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი კომენტარს აკეთებს ნიკა მელიას საქმის შესახებ.

 

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრების საკითხი საერთოდ დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.


„იმ ფონზე რა გზავნილებიც მოდის ევროპიდან ვიტყვი, რომ არ გამოუვა ხელისუფლებას ნიკა მელიას დაპატიმრება.

 

ნიკა მელიას დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ ვითარებას.

 

ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას, ამის იურიდიული მექანიზმი არსებობს და როგორც უნდა ისე გამოვიდნენ მმართველი გუნდი ამ ჩიხიდან.

 

მაგრამ თუ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა არის ის, რომ მოემზადონ ხელახალი რევანშისა და შტურმებისათვის, ჩვენც არ ვისხდებით უმოქმედოდ, იმიტომ რომ საკითხი ეხება ქვეყნის მომავალს.

 

„გულუბრყვილო“ კანონმორჩილებას არ ვაპირებთ. დიალოგის გამართვას ვერ შევძლებთ თუ ხელისუფლებამაც არ გადმოდგა ეს ნაბიჯი.

 

ჩვენი მხრიდან კომპრომისი არ იქნება, რადგან ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით უკვე.

 

ყველა არის დაინტერესებული, რომ ეს კონფლიქტი უნდა განიმუხტოს.

 

ნიკა მელია გახდა დამაკავშირებელი რგოლი ოპოზიციაში ჩვენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გარდა გაგვაჩნია ვალდებულებები, ქვეყნის ინტერესი მოითხოვს იმას, რომ ერთად ვიყოთ.

 

ის გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამას ვერ დავთმობთ.

 

მე იმედს ვიტოვებ, რომ გააცნობიერებენ თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი.

 

დღეს ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმებზე ვსაუბრობთ, ვმუშაობთ მელიას მიმართ ძალადობრივი გზის პრევენციაზე და თუ პატარა გზავნილი და სურვილი მაინც დავინახეთ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის მზაობას გამოვხატავთ“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები