პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ღარიბაშვილს თავის ფუნქციად ოპოზიციის სიძულვილი მიაჩნია

22.02.21 10:45


„ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს იმისთვის, რომ სძულდეს, ეზიზღებოდეს და გაანადგუროს ოპოზიცია. ეს მიაჩნია მას თავის ფუნქციად, ამიტომ ჩვენ მას მხარს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

 


მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობა ქვეყნის პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს.

 

„ახლა ქვეყანას სჭირდება პრემიერი, რომელიც ოპოზიციასთან დაჯდება, მოილაპარაკებს და კრიზისს განმუხტავს, შემდეგ კი გაუძღვება მთავრობის საქმიანობას, რათა კორონავირუსის პანდემიის, უმუშევრობის დროს ქვეყნის რეალური პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს. ღარიბაშვილი არის ზუსტად ამის საპირისპირო“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

პარლამენტი, დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები