პოლიტიკა

"ვადამდელი არჩევნები დაიდოს" - აქცია ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცების პარალელურად

22.02.21 11:45


ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში ღარიბაშვილის მთავრობის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მომავალი პრემიერს უსმენენ.

პარალელურად კი, თბილისში, მშვიდობის ხიდთან აქცია მიმდინარეობს, სადაც დიდი ბანერია გამოტანილი წარწერით "ვადამდელი არჩევნები დაიდოს".

 


აქციის მონაწილეები მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ:

 

"როგორც იცით, უკვე თითქმის 90 დღეა ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩანიშვნას, ამას ვითხოვთ პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გაშლილი კარავითაც. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა, ამ მოთხოვნისთვის ვართ გაერთიანებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ხუსკივაძემ.

 

გარდა ამისა, დღეს თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ასევე დაანონსებულია რამდენიმე აქცია, რომელიც მიმართულია ღარიბაშვილის ახალი მთავრობის არჩევისა და მიტაცებული არჩევნების გასაპროტესტებლად.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები