პოლიტიკა

ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

22.02.21 12:00


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.

 

მისივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან იქნება.

 

მომღერალს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრაელში გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები