პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, აბსურდია

22.02.21 12:20


საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, არის აბსურდი. ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი დათმობა იყო და იქნება, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც ჰქვია ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის დადგენის საუკეთესო გზა არის საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის მონაწილეობა.

 

„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები ვინმეს არ უნდა, უნდა დასრულდეს, რადგან ჩვენ მუდმივ რეჟიმში მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის.

თუმცა, როცა მხარე აპრიორი ამბობს, რომ თუ მას რაიმე მოთხოვნას არ შეუსრულებ, მას აღარ ექნება მოლაპარაკების სურვილი, ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რაც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული, მოთხოვნების 99 პროცენტი მინიმუმ მაგიდაზე დავდეთ და ეს თქვა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა. სხვათაშორის, საკანონმდებლო ინიციტივის სახე მიეცემა იმას, რა შეთანხმებაც გაფორმდა ოპოზიციასთან. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, ეს არის აბსურდი. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ დათმობას მაინც ოპოზიციის მხრიდან, კი ბატონო, ვისაუბროთ, ჩვენი მხრიდან კი ძალიან ბევრი დათმობა ხდება და მოხდება, ოღონდ იმ ჩარჩოებში რასაც ჰქვია ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები