პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულობას - მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს

22.02.21 13:20


პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში, მთავრობის ახალი კაბინეტის მოსმენაზე დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია მისი მმართველობის ეფექტიანობაში.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობა ძალიან ეფექტიანი იქნება. მინდა, გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა მის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის.

მივესალმები მის პრინციპულობას. მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს“ - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

 

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები