პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ იმ პოზიციაში არ არის, რომ ოპოზიციას ულტიმატუმით ესაუბროს“ - ზაალ უდუმაშვილი

22.02.21 13:40


„როგორც ჩანს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებები. ნამდვილად არ იმყოფება „ქართული ოცნება“ იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციასა და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. ახლა თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს შერჩენილი ხელისუფლებას, დროულად უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 


მისი თქმით, ხელისუფლება ნიკა მელიასთან მიმართებაში უკანონოდ მოქმედებს, რასაც ოპოზიცია ერთიანი ძალით უპირისპირდება.

 

„თავად „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გასულია კანონის ფარგლებიდან. ამიტომ ასეთ უსამართლობას უნდა დაუპირისპირო ერთიანობა და დღეს მთელი ოპოზიცია დგას ოპოზიცია თავისუფლების სადარაჯოზე. არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას მოლაპარაკება და საერთაშორისო პარტნიორებიც ამას მიუთითებენ, უკვე დაიწყო საუბარი შესაძლო სანქციების დაწესებაზეც, თუ ისინი ამ უგუნურ ქმედებას ჩაიდენენ.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თუ აღელვებთ ამ ქვეყნის მომავალი, დროულად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები