პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მივესალმები საერთო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ რაკურსში საქართველოს შემდგომი განვითარების გეზის ჩამოყალიბებას

22.02.21 15:00


მე მივესალმები თქვენს მიერ საერთო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ რაკურსში საქართველოს შემდგომი განვითარების გეზის ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა. 


„მე მივესალმები თქვენს მიერ საერთო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ რაკურსში საქართველოს შემდგომი განვითარების გეზის ჩამოყალიბებას.

 

1921 წლის 25 თებერვლის 100 წლის თავზე საქართველო კვლავ ოკუპაციის, 2008 წლის ტრაგიკული ომის შედეგებს ებრძვის.

 

ჩემთვის დღეს თქვენი და თქვენს მიერ წარმოდგენილი მინისტრთა შემადგენლობის მხარდაჭერისათვის განმსაზღვრელია თქვენს მიერ სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯები.

 

ეს არის კონკრეტული მიღწევები შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპული სტანდარტის ადამიანის უფლებათა დაცვის რელსებზე გადაყვანა ახალი საპოლიციო კანონმდებლობის სისტემით, დეპოლიტიზების მექანიზმებით და ბევრი სხვა რეფორმით, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა პრემიერ მინისტრის რანგში და თანმდევი ინიციატივები.

 

ეს არის ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ ეტაპზე გადაყვანა თქვენს მიერ საქართველოს თავდაცვის ხელმძღვანელობის პერიოდში.

 

სწორედ ეს გამოცდილება მაძლევს მე მტკიცე რწმენას რომ თქვენი სამთავრობო გადაწყვეტილებები იქნება ძლიერი მამოძრავებელი ძალა საქართველოს გარშემო პარტნიორი სახელმწიფოების ქსელის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა და დაინტერესდა თუ როგორ ხედავს, ამ გზაზე მთავრობის აქტიურ ნაბიჯებს პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები