პოლიტიკა

ვერ დავინახე ვერანაირი ნიშანწყალი, რომ სიტუაციის ნორმალიზება მართლა გსურთ - ჯაფარიძე ღარიბაშვილს

24.02.21 10:00


"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე , ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ საუბარი იყო ძალიან რთულ ვითარებაზე - მისივე თქმით, ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, თუმცა ახლა ვითარების განმუხტვა "ოცნების“ ხელშია.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცი თავისი პრინციპების ერთგული რჩება.

 

ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ვერანაირი ნიშანწყალი ვერ დაინახა, რომ მმართველ გუნდს სიტუაციის ნორმალიზება სურდეს".

 

“საუბარი იყო, იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც შეტევის შემდეგ შეიქმნა.

ვითარება ძალიან რთულია, ჩვენ ვნახეთ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის განცხადებები, სადაც მწვავედაა შეფასებული ეს ქმედებები. რა თქმა უნდა, ოპოზიცია განწყობილია იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, მაგრამ ახლა ვითარების განმუხტვა „ქართული ოცნების“ ხელშია. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ისევ მოვისმინეთ დესტრუქციული განცხადებები, რომელიც საშუალებას არ იძლევა, ვითარება ნორმალიზირდეს. ოპოზიცი რჩება ერთგული თავისი პრინციპების, ჩვენ გვსურს ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია, ამისათვის აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება, აუცილებელია შეთანხმება იმ საკითხებზე, რა საკითხებზეც ამდენი ხანი ბოიკოტში ვართ.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, საუბარი იყო რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი, რომ მათ მართლა სურთ, სიტუაციის ნორმალიზება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

აქვე, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები