პოლიტიკა

ევროკომისარი: საქართველოში ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს

24.02.21 10:30


ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია“, - წერს ოლივერ ვარჰეი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები