პოლიტიკა

მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ეს მოხდეს - ფუკიამა მელიას დაკავებაზე

24.02.21 11:45


მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკიამა ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება და Civil.ge-ს პოსტს აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ავტორიტარიზმის რეჟიმში გადადის და ივანიშვილის მიმართ შესაძლოა სანქციები დაწესდეს.


ფუკიამა აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს, "მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ეს მოხდეს".


შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმმა მელია გუშინ, მას შემდეგ აიყვანა, რაც ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო. ენმ-ს თავმჯდომარის დაკავებას უამრავი საერთაშორისო გამოხმაურეა მოჰყვა, რომელიც ერთმანეთზე მწვავე და კრიტიკული იყო.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები