პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი - მოვუწოდებ პოლიტიკურ აქტორებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს

24.02.21 12:00


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოუწოდებს, ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედონ.

 

„ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ასევე ქვეყნის მისწრაფების შესაბამისად, რომელსაც ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა სურს,“-წერს დიტმირ ბუშატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები