პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: "საჭიროა ბრძოლა რომ ვიყოთ ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული ხალხი"

25.02.21 14:20


,,დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთერთი უმძიმესი დღეა. ქედს ვიხრი სამშობლოსთვის გმირულად დაღუპული ყველა ქართველის ხსოვნის წინაშე, ვისთვისაც ყველაფერზე ძვირფასი იყო სამშობლო, დამოუკიდებლობა და მისი უკეთესი მომავალი".-ნათქვამია ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.


100 წლის წინ ახალგაზრდა იუნკერებმა, რეგულარული ჯარის ნაწილებმა, გვარდიელებმა, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებმა სისხლი დაღვარეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.


ნებისმიერი ქართველისათვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო უპირველესი.


დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება დანაწევრებული ჩვენი ქვეყანის და ორადგახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება, რათა გვქონდეს ღირსეული სახელმწიფო და ჩვენ ვიყოთ ღირსეული ერი.


ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება სამაგალითო პატრიოტები, რომლებიც წინ აღუდგნენ უზარმაზარ ძალას და მომავალ თაობებს მოგვცეს მაგალითი იმისა, რომ სამშობლოს დასაცავად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ საჭიროა საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი." - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები