პოლიტიკა

კახა კალაძე: არის მხარდაჭერა და მოლოდინი, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან საუბარი მოვახერხოთ

25.02.21 15:00


საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭერა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.

 

„ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდა, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა, ამას ყველა ხედავს. შესაბამისად, არის მხარდაჭერა და მოლოდინი, იმისა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, მოვახერხოთ, გარკვეულწილად, ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, თუნდაც, პოლიტიკური დისკუსიის დაწყება, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის - აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

 

საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება - უნდა იყოს ორმხრივი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აუცილებელი. ზოგადად, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

 

ევროკავშირი მოუწოდებს პოლიტიკური დიალოგის ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

ევროკავშირის განცხადებით, გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები