პოლიტიკა

გიგი უგულავა - არასდროს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე ფართოდ და ასე ახლოს არ ყოფილა პერსონალური სანქციების საკითხი განხილული თავისუფალი სამყაროს მიერ

25.02.21 15:40


“არასდროს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე ფართოდ და ასე ახლოს არ ყოფილა პერსონალური სანქციების საკითხი განხილული თავისუფალი სამყაროს მიერ”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სანქციების შედეგად ქვეყანა ყოველთვის ზიანდება.

 

“ქვეყანა ყოველთვის ზიანდება, როცა ასეთი მთავრობა გყავს, იმიტომ, რომ ქვეყანას ეს მთავრობა წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა, რომ ცოტა ხანი გაგრძელდეს ამ ხელისუფლების მმართველობა, რომ ზიანი ნაკლები იყოს და იქამდეც აქცენტი იყოს პერსონალურ სანქციებზე და არა იმ სანქციებზე, რომელიც შეიძლება პირდაპირ ქვეყანას ეხებოდეს. მაგრამ არასდროს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე ფართოდ და ასე ახლოს არ ყოფილა პერსონალური სანქციების საკითხი განხილული თავისუფალი სამყაროს მიერ. იყო ეს “ვარდების რევოლუციამდე” შევარდნაძის დროს, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები და ქვეყანა დაზიანდა მაშინაც. მაგრამ პერსონალურ სანქციებზე საუბარი 8 მარტის შეთანხმებამდე დაიძრა და ახლა დაიძრა კი არა, სერიოზულად განიხილება. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ზეგ მოხდება და ჩვენი თვითმიზანი ის კი არ არის, რომ ეს ზეგ მოხდეს, ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის შიგნით პროტესტის და გარე გზავნილის შედეგად, ივანიშვილი და მისი გარემოცვა მიხვდეს, როგორ უფსკრულში მიდიან თვითონ და დროზე გაჩერდნენ”,- განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები