პოლიტიკა

უმრავლესობის წარმომადგენლები მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან, მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი - ბურჯანაძე

02.03.21 16:20


"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, განცხადებით, შარლ მიშელი ძალიან გაკვირვებული იქნება იმ განცხადებებით, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.


მისი თქმით, გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დროს, ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია.

 

„გუშინ ბატონი მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან ამ კომენტარით იმიტომ, რომ ერთი და იგივე უნდა ილაპარაკო მედიატორის თანდასწრებითაც და მის წასვლის შემდეგაც, ეს არის ელემენტარული წესი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ოპოზიცია პრემიერის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ისინი „მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან“.

 

„ახლა სავსებით ბუნებრივია ეს შეკრება იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო შარლ მიშელს, ევროკავშირს ამ თანადგომისთვის და მედიაციისთვის. იმედია, მას კონკრეტული შედეგი მოყვება.

ბატონი მიშელის მიერ წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც. ვერ გეტყვით, რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი დღევანდელი კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, სხვას არც არაფერს ველოდი, მაგრამ მაინც იმდენად მაღალი დონის პირია ახლა ჩართული, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები